მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება. ეს არ არის უიმედო მდგომარეობა, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ასეთ ომში სამი ძირითადი ელემენტია: ხალხი, რესურსები და მორალი.

„რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა“, – განაცხადა კალასმა.

 

მსგავსი თემები