სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი გაძარცვეს

ქურდობა ორშაბათს მოხდა კეიპტაუნის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე საოფისე პარკში. მძარცველები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფისებში შეიჭრნენ. მათ 5 ხელმოწერილი “სპრინგბოკი”, ვისკი, 8 ლეპტოპი და სხვა ნივთები წაიღეს.  ოფისში დატოვეს გასულ თვეში მოგებული მსოფლიო თასი.

ვიდეო კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში სამხრეთ აფრიკელმა ჟურნალისტმა გაავრცელა ჩანს, რომ ერთ-ერთი ქურდი ხელთათმანიან ხელს ჰკიდებს თასს, ოდნავს სწევს და შემდეგ მის ქვეშ მდებარე კარადების შემოწმებაზე გადადის.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მისი ყველა თასი დაცულია და დასძინა, რომ წინა ტურნირების მსოფლიო ჩემპიონატის თასი კაბინეტში იყო, ხოლო გასულ თვეში საფრანგეთში მოგებული ვებ ელისის თასი სეიფში იყო შენახული.

სამხრეთ აფრიკამ მოიგო რაგბის მსოფლიო თასი 28 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც დაამარცხა ახალი ზელანდია პარიზში და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ტურნირი.

მსგავსი თემები