ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.

მედიის ცნობით,  1990 წელს დაბადებული კაცის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია TT-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის მუხლით არის დაწყებული.

 

მსგავსი თემები