ჩიხურ სიტუაციას და გაყინულ კონფლიქტს ვერ დავუშვებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ფრონტზე ჩიხში შესვლის უფლება არ აქვს. მისი თქმით, „ჩიხში მყოფი მდგომარეობა დროებითი სისუსტეა. თუ ომის დასრულება გვინდა, ის უნდა დავასრულოთ“. „თუ ეს ჩიხური სიტუაცია და გაყინული კონფლიქტია, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ, ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი. გვინდა ასეთი ცხოვრება, როცა გავზრდით ბავშვებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად იომებენ? ჩიხური სიტუაცია დროებითი სისუსტეა. თუ გვსურს, რომ ომი დასრულდეს, ჩვენ ის უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ფეხი მოუქნია ძაღლს, დაიწყო გინება, ამას შემდეგ მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი… ჩემი შვილი დაჭრილია, დაჭრილია ის ყაზახი”- თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი  ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ინციდენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით,  დაჭრილ გურამ ელიზბარაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს მას, სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. ,,იმდენად აგრესიული იყო ეს ყაზახი ეროვნების პიროვნება ძაღლის მიმართ, იმდენად კატეგორიული იყო გაიყვანე, არ მსიამოვნებს ძაღლი აქ რომ დადისო, აი ეს, ორი კილოც არ არის, ორ კილოსაც არ იწონის “პიპო”, ფეხი მოუქნია ძაღლს, დაიწყო გინება, ამას შემდეგ მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ, ჩემი შვილი დაჭრილია, დაჭრილია ის ყაზახი, “პიპო” კიდევ შეშინებულია…. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, რა…

მეტი...

ისტორიაში პირველად რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს

ისტორიაში პირველად, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ((UNESCO) არ აირჩია რუსეთი ერთ-ერთ მთავარ ორგანოში – აღმასრულებელ საბჭოში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისტორიაში პირველად, რუსეთი “გარიცხეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდან”. ,,რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს მართალია. რუსი ტერორისტების ადგილი არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში. რუსეთის საერთაშორისო როლი კიდევ უფრო შესუსტდება”, – წერს ზელენსკი. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო – ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც განაგებს მის ბიუჯეტს და პროგრამულ მოქმედებებს.  

მეტი...

პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანტს, რომელშიც ჯასტინ ტრიუდო სადილობდა

ვანკუვერში პალესტინელების მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანტს, რომელშიც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სადილობდა. პრემიერი რესტორნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. მედიის ინფორმაციით,  პალესტინის დაახლოებით 250 მხარდამჭერი რესტორნის წინ დროშებს აფრიალებდა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს სკანდირებდა. დემონსტრანტების დაშლაში  100 პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა პოლიციამ სულ მცირე ორი ადამიანი დააკავა. ამასთან, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს რამდენიმე მომიტინგე რესტორნის შიგნით, როგორ მიმართავენ ტრიუდოს შეძახილებით.

მეტი...

მკვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტში – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ…

მეტი...

ჩეხეთმა ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა

ჩეხეთის მთავრობამ  ქვეყანაში არსებული ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.  “ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა. კომერციული აქტივობები, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინელთა მკვლელობას აფინანსებს, აქ სრულდება,” – ნათქვამია ლიპავსკის განცხადებაში.

მეტი...

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი. რეზოლუციაში „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელ ღაზის სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მეტი...

Instagram-მა კადიროვის შვილების ანგარიშები დაბლოკა

Instagram-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილების ანგარიშები დაბლოკა. ადამ, ახმათ, ხამზათ და ელი კადიროვების ანგარიშები დაბლოკილია. ცნობისთვის, Instagram-ს თავად რამზან კადიროვის ანგარიშებიც დაბლოკილი აქვს.

მეტი...

ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი

ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაშავებულების ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის მთიან რაიონში მოხდა.  

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზაში აშშ მწვანე შუქს არ უნთებს – ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით,რომ აშშ არ დათანხმებია ისრაელს, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალის გარშემო სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. მისი თქმით,  აშშ არ „უნთებს მწვანე შუქს“ ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზაში. კირბის თქმით, ეს იყო ისრაელის გეგმები, რომლებიც შესრულებულია მათ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და აშშ არ ელოდება ისრაელისგან ინფორმირებას კონკრეტული სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე.  

მეტი...

„გლობუსი საკმარისად ფართოა, რომ მოერგოს როგორც ჩინეთს, ასევე შეერთებულ შტატებს“ – სიძინპინი ჯო ბაიდენის შეხვედრა

სან ფრანცისკო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რადგანაც ორი გიგანტი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი სწორედ სანფრანცისკოში მართავენ ორმხრივ შეხვედრებს. სი ძინპინის თქმით, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩინეთ-აშშ ურთიერთობების განვითარების გზა არასოდეს ყოფილა გლუვი. მიუხედავად იმისა, რომ გზა, რომელიც ამ ქვეყნებმა გაიარეს,  დახვეულია, ისინი მუდმივად წინ მიდიან. „ჩვენ მუდმივად წინ მივდივართ. ისეთი გიგანტებისთვის, როგორიცაა ჩინეთი და აშშ, შეუძლებელია კომუნიკაციის გარეშე, ერთმანეთის შეცვლის მცდელობები არ შეიძლება მოხდეს და კონფლიქტის კატასტროფული შედეგები აუტანელი იქნება“ – აღნიშნა სი ძინპინმა შეხვედრაზე. მისივე თქმით, გლობუსი საკმარისად…

მეტი...

„უნდა ავაშენოთ ურთიერთობები ჩინეთსა და ამერიკას შორის“ – სი ძინპინი აშშ-ში

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა უკვე შედგა. ორმხრივი შეხვედრა  სან-ფრანცისკოში, ფილოლის სამკვიდროში გაიმართა. შეხვედრაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების აშენებასა და გაღრმავებაზე ისაუბრ და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია. მან კოვიდ პანდემიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო გამოვიდა COVID-19 პანდემიიდან, მაგრამ მისი კოლოსალური შედეგები კვლავ იგრძნობა. მისი თქმით,  გლობალური ეკონომიკა, რომელმაც აღდგენა დაიწყო, ზრდის მამოძრავებელთა დეფიციტს განიცდის. „აქტუალურია სხვა გამოწვევებიც, როგორიცაა ღირებულებათა ჯაჭვების მოშლა და პროტექციონიზმის ზრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა განვიხილოთ და ავაშენოთ ურთიერთობები ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის – თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველაზე…

მეტი...