დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. მისისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის „მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას“.~

ზელენსკიმ ქემერონს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას. ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოსგან უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი მოქალაქეების თბილი დახვედრისთვის. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკრაინაში ჩამოხვედით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები