იერუსალიმის მახლობლად საგუშაგოზე სროლა იყო

ისრაელის პოლიციის განცხადებით, სამი შეიარაღებული პირი იერუსალიმის მახლობლად მდებარე საგუშაგოს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის თქმით, გვირაბის საგუშაგოზე იერუსალიმსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ბეთლემს შორის თავდასხმაში ეჭვმიტანილს ესროლეს და ის განეიტრალებულია.

,,გადასასვლელზე დისლოცირებულმა უსაფრთხოების ძალებმა სამი ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ საეჭვო მანქანით და ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს”, – განაცხადა პოლიციამ.

მსგავსი თემები