ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.  სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.

ჩხრეკა  30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში ჩატარდა. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

სპეცოპერაცია სახელწოდებით „სჰოდკა“ ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლობით ჩატარდა. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.

ესპანური მედიის ცნობით, იმ მისამართებს შორის, სადაც სპეცოპერაციის ფარგლებში რეიდები ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიების ვარაუდით, კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.

მსგავსი თემები