ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოწმეთა ჩვენებებით და იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა – დარახველიძე

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

„ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი და მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან დიდი ტკივილი. ტრაგიკულ მოვლენა მოხდა; მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე და ერთი ადამიანი გაიტაცეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ერთი მოქალაქე, რომელიც იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში, მომხდარიყო მისი გადმოცემა და გათავისუფლება და ის დაუბრუნდა თავის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ წუთასვე დაიწყო გამოძიება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას, რათა დადგინდეს, ზუსტად რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ჩვენი მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადება, თუ რომელი მუხლებით არის გამოძიება დაწყებული. ვატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის ექსპერტიზებს. ასევე, მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან“, – განაცხადა დარახველიძემ.

 

მსგავსი თემები