პენტაგონის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში 46-ჯერ დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა.
,,17 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-სა და კოალიციის ძალებს თავს დაესხნენ მინიმუმ 46-ჯერ. მათ შორის, 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.