,,ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, მოკლეს ჩვენი მოქალაქე” – ზურაბიშვილი პარიზის ფორუმზე

,,ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, მოკლეს ჩვენი მოქალაქე”. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ორი დღის წინ ევროკომისიამ გასცა პოზიტიური რეკომენდაცია საქართველოს შესახებ, დღეს კი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა იყო საქართველოში, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა 85% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ადრე ეს მაჩვენებელი 80% იყო და ის მუდმივად იზრდება. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ 75%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს უსაფრთხოების გამო. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ, რუსებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ის, რასაც ასე მიჩვეულები არიან: მათ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მოკლეს ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე მძევლად აიყვანეს.

გარდა ამისა, რუსეთი ახლა აპირებს აეროპორტის აღდგენას აფხაზეთში და ასევე იქ ახალი საზღვაო სამხედრო პორტის გაკეთებას თავისი გემებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ ევროკავშირის წევრობა აღიქმება ხალხის მიერ, როგორც უსაფრთხოების გარანტია. რუსეთი არ იცვლება, ეს ჩვენი ცხოვრების რეალობაა, ის ისეთივე იმპერიალისტური ბუნებისაა, როგორიც ყოველთვის იყო. ეს არ შეიცვლება მანამ, სანამ რუსები არ აღიარებენ, რომ ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას, მათ ქვეყანასაც აქვს თავისი საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები