,,მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება”- სალომე ზურაბიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია ეს  გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: –  რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  Radio France info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზუდენტს კითხვა დაუსვეს ”ამ უკანასკნელ თვეებში ევროკავშირის დროშები აღმართული იყო საქართველოს დიდი ქალაქების მოედნებზე, თბილისში, შეიძლება პარალელის გავლება მაიდანთან, იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში 2014 წელს?”.

,,ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს. ის დიდი ხანია რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია, რომ ის განმტკიცდა, რეფორმები ზოგჯერ რთულია, ის გრძელდება, სამწუხაროდ, ქართველები ცოტა მოუთმენელნი არიან, ისინი თავს აფარებენ ევროპას, არსებობს მნიშვნელოვანი მიგრაციული მოძრაობა, სწორედ ევროპული გადაწყვეტილება, კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში (წინასწარ ვერ განვჭვრეტთ მთავრობების გადაწყვეტილებას), იმედის მომცემი იქნება ქართული ახალგაზრდობისთვის, მოსახლეობის ნაწილს კი გააგებინებს, რომ ევროპული მომავალი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიცაა შესაძლებელი და ამისათვის მობილიზაციის გაკეთებაა საჭირო.

მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს  გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: –  რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები