,,მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე” – ფაშინიანი

,,მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოსვლისას განაცხადა.

„მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ [პრემიერ ღარიბაშვილს] ოფიციალურად მოგილოცავთ, როცა შესაბამის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. მნიშვნელოვანი პროცესია და ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

 

მსგავსი თემები