ესპანეთში, მადრიდში ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალეხო ვიდალ-კუადრასი დაჭრეს.
78 წლის პოლიტიკოსს 9 ნოემბერს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლა. თავდამსხმელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
პოლიცია 2 ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლით გაიქცნენ.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ვიდალ-კუადრასი, რომელსაც ტყვიამ ყბაში გაუარა, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.