,,არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ” – ღარიბაშვილი

არავის არ გაუკეთებია ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. არავის, არც ერთ მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში! ეს გავაკეთეთ ჩვენ, გააკეთა “ქართულმა ოცნებამ.” იქნება ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი. ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში და მათ რეკომენდაციაში წერია, რომ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი.

„მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, უსუსური ხშირ შემთხვევაში დასრულებულია, რომ თითქოს მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია. მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული შარშან სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს აი ამას უსინდისოდ იმეორებენ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, პირიქით პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. ეს რეალობაა, ასევე ადამიანები, რომლებიც არ მინდა გავიმეორო, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ, გააქტიურდნენ და თქვეს, რომ ქვეყანა მიიღებდა სტატუსს, სცადეს უსუსურად ქულების ჩაწერა. მთავარი რამ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, მთავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარი ის არის რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი. ხალხზე აპელირება და აქცენტის გაკეთება არის უსუსური მცდელობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეფარებულები არიან უსუსურ განმარტებას. მინდა დავუსვა კითხვა ამ ადამიანებს – შარშან რატომ არ ახსოვდათ ჩვენი ხალხი? როცა იგივე რეზოლუცია მიაღებინეს თავის პარტნიორ პარტიებს, ევროპის სახალხო პარტიებს და სხვებს. როცა პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციები დაასპონსორეს და მიაღებინეს, რომ მაშინ ესე იგი თურმე საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს.

ჩვენ პირდაპირ გვესმოდა მოწოდებები, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს, ქვეყანა არ არის მზად და ა.შ ამ დროს ჩვენზე ბევრად უკან მდგომი ქვეყანა უკრაინა, მოლდოვა, დღესაც ჩვენ ვუსწრებთ ათჯერ ორივე ქვეყანას და ყველას, მე არავის არ ვედრები. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ფაქტი არის ფაქტი და სიმართლე უნდა ვთქვათ პირდაპირ. მაშინ მათ მიიღეს და ჩვენ არ მივიღეთ. მაშინ ხალხი არავის არ გახსენებია, პირიქით, ეს იყო გაწირვის მცდელობა ჩვენი ხალხის. როცა ასეთი არასწორი გზავნილი გამოაგზავნეს შარშან.

მაგრამ მიხარია, რომ ეს ჩამოვიტოვეთ, ეს წარსულში დარჩა, ეს ასე ვთქვათ, დავარქვათ გაუგებრობა ამოწურული არის და მიღწეული არის შედეგი და რაც მთავარია შედეგზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არის ეს. პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს წერია ევროკომისიის გადაწყვეტილებაში და მათ რეკომენდაციაში. ამით ყველაფერი არის დასრულებული. სპეკულაციები. უკაცრავად და ჩვენი მთავრობის დროს მიიღო ქვეყანამ ყველაფერი თუ რამე მისაღები ჰქონდა ბოლო 10 წელიწადში. არავის არ გაუკეთებია ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ, არავის, არც ერთ მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში! ეს გავაკეთეთ ჩვენ, გააკეთა “ქართულმა ოცნებამ.” იქნება ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი. ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები