დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში – ლევან დოთიაშვილი

დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში” – ამის შესახებ ოკუპანტების მიერ გატაცებულმა და გუშინ გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა განაცხადა.

დოთიაშვილის თქმით, გზაში მის მიმართა შეურაცხყოფას და დარტყმას ჰქონდა ადგილი.

,,თავიდან მოვიდა თუ არა გამაფრთხილებელი გაისროლა, იმის მერე ვისაუბრეთ. დამიზნებით გვესროდა, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა. მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში. ერთი თქვა დამჭრაო და მოგარტყა დიმიტრიჩ მეთქი და კიო. მერე გადავედი მანქანიდან, გადავიყვანე, ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით,“ – განაცხადა დოთიაშვილმა.

მსგავსი თემები