უკრაინელები შეინარჩუნებენ და დაიბრუნებენ იმას, რაც მათია – ზელენსკი

,,ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა და ჩვენ ამას გავაკეთებთ – ამაში ეჭვი არ მეპარება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები შეინარჩუნებენ და დაიბრუნებენ იმას, რაც მათია.

,,ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა და ჩვენ ამას გავაკეთებთ – ამაში ეჭვი არ მეპარება. უკრაინის რწმენა ნიშნავს იცოდე, რომ უკრაინას და უკრაინელებს დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეუძლიათ. შეინარჩუნებენ და დაიბრუნებენ იმას, რაც მათია. როგორც 24 თებერვლის შემდეგ, ეს შეიძლება ერთად გაკეთდეს – მხოლოდ ერთად, ერთიანობით, სახელმწიფოზე ზრუნვით, უკრაინელების გვერდით ყოფნით, სადაც არ უნდა იყვნენ. ხალხის ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები