შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია” გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. „იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას. ასევე, ღონისძიება მნიშვნელოვანია პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების კუთხითაც, რაც არის ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. კონფერენციაზე, საქართველოსთან ერთად, წარმოდგენილი…

მეტი...

ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ წონის კლების ახალი წამალი დაამტკიცა

ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) წონის კლების წამალი Zepboun. დაამტკიცა, რომლის შემადგენელი აქტიური ნივთიერება ტირზეპატიდია. წამალი Mounjaro, რომელიც დიაბეტი 2 ტიპის სამკურნალოდ იყო დამტკიცებული, 2022 წლის მაისიდან  Zepbound ეწოდა, წონის დაკლებისთვის. აღნიშნული მედიკამენტების ახალი კლასის ნაწილია, რომელიც  სემაგლუტიდს მოიცავს და  ცნობილია როგორც Ozempic დიაბეტისთვის და Wegovy წონის დაკლებისთვის. Zepbound-ის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იძლევა საშუალო წონის 20%-ზე მეტ დაკლებას უფრო მაღალი დოზებით 72 კვირის განმავლობაში, უფრო ძლიერი შედეგები, ვიდრე სხვა დამტკიცებული მედიკამენტებით.

მეტი...

ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას  თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით. „შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

,,სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“ – დოთიაშვილის მეუღლე

მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, – ამის შესახებ  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულმა ლევან დოთიაშვილის მეუღლემ სოფიო ანდრიაძემ განaცხადა. „ამ ეტაპზე არის შეუძლოდ. თავს ცუდად გრძნობს. ლაპარაკის ძალა არ აქვს. იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს თვითონ მოგახსენებთ. მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“, – განაცხადა დოთიაშვილის მეუღლემ.

მეტი...

ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია – ნიკა მელია

პირდაპირ გეტყვით – ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს. მისი თქმით, ახალ მენეჯმენტს დღიდან მოსვლისა არაფერი უკეთებია, გარდა პარტიის ხლეჩვისა. ,,ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ერთობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ნდობასა და თანხმობას საერთო მიზნის გარშემო. 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტიაში გარკვეულმა ჯგუფმა მოითხოვა არჩევნები, რომელსაც მათი დაპირებით, შედეგად უნდა მოეტანა პარტიის გარდაქმნა, გააქტიურება, სამოქალაქო პროტესტის გამწვავება და უახლოეს თვეებში მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება. რადგან პარტიის ერთიანობა და თანხმობა ყოველთვის მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, დავთანხმდი…

მეტი...

სემეკის მიერ მომზადებულია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ფუნდამენტურად მყარი სამართლებრივი ჩარჩო – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობისა და ევროპის ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ. სემეკის თავმჯდომარის თქმით, მარეგულირებელ კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს მიღებული, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებულ ვალდებულებას. „სემეკი დღესაც აქტიურად მუშაობს ნორმატიული აქტების მიმართულებით, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესება და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. სემეკის მიერ მომზადებულია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის…

მეტი...

ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციები არ განვითარდა იმ ტემპით, როგორც თავდაპირველად ელოდა, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის ვარიანტი. „ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის ოკუპაციას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამოქალაქო მთავრობა, რომელიც იქ იქნება. რასაც მე ველოდები ღაზის მოსახლეობისთვის, არის აღდგენილი ღაზა. რაც ჩვენ გვინდა ვნახოთ, არის დემილიტარიზებული, დერადიკალიზებული და აღდგენილი ღაზა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა.  სამხედრო ოპერაციები ყოველდღიურად 4-საათით შეწყდება. მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში 2 ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ პაუზები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და არ იმოქმედებს ღაზაში ბრძოლაზე. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება ყველა მძევლის გათავისუფლებამდე.

მეტი...

საქართველოდან იტალიაში მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე დააკავეს. ,,აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა. იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიის რესპუბლიკაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო…

მეტი...

„საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით”- ოთარ შამუგია

8-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენა – ProWine Shanghai იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქ.შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამოფენაზე ProWine Shanghai ქართული სტენდი დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ProWine Shanghai“-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის,…

მეტი...

ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, სიცრუეა – თბილისის მერია

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება ნობათის გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. მერიის განცხადებით, საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად, დარჩება ნობათის გარეშე. საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. მაგალითად, 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა ორი კალათი,…

მეტი...

ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას – მაკრონი

ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება  დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ფეისბუქზე” წერს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, საფრანგეთი დგას საქაეთველოს გვერდით. “ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება  დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით”, – წერს ემანუელ მაკრონი.

მეტი...

სროლა გერმანიის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა მოსწავლე

გერმანიაში, ქალაქ ოფენბურგის სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა.  ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, რომელიც სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც შენობიდან პოლიციამ გამოიყვანა. გამომძიებლების განცხადებით, თავდამსხმელი კლასში შესვენების დროს შევიდა, თანაკლასელს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სწორედ კლინიკაში გარდაიცვალა.

მეტი...