უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.
„ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაცია და მიიწვიონ კიევი წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთი გადაწყვეტილება ბლოკის 27 წევრის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.