უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ კვირაში ღაზიდან 203 უკრაინელი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ ღაზიდან 160, მოლდოვიდან კი 9 მოქალაქის ევაკუაცია მოახერხა. ამ კვირაში 203 უკრაინელი მოქალაქე გადავარჩინეთ”, – წერს ზელენსკი.