ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი პოლიციელის მანქანა ააფეთქეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი პოლიციელის მანქანა ააფეთქეს.

,,მარიუპოლში აფეთქება მოხდა. მეტალურგოვის გამზირზე ააფეთქეს საოკუპაციო კორპუსის ერთ-ერთი პოლიციელის მანქანა. დეტალები მოგვიანებით”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ

მისივე თქმით, მარიუპოლში პარტიზანებმა დილით განაცხადეს, რომ მათ “საჩუქრები გადასცეს რუსეთის ფედერაციაში პოლიციის დღის აღსანიშნავად”.

მსგავსი თემები