ექიმების რეკომენდაციის შემდეგ, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძე  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ადასტურებს. მისი თქმით,  ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები