ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა.

გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრები “ჰამასის” მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევას შეეხება, რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

მსგავსი თემები