ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მძევლების დაბრუნება მოხდეს – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

,,როდესაც საქმე მძევლების დაბრუნებას ეხება, ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების აპარატთან ერთად მუშაობს 24 საათის განმავლობაში, სადაზვერვო, ოპერატიულ, სამოქალაქო დონეზე. ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვია არც ერთი შესაძლებლობა და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ პირველ რიგში, მძევლების დაბრუნება მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ვიდეოჩანაწერების სახით ვრცელდება. როდესაც რეალური სადაზვერვო ინფორმაცია გვექნება, პირველ რიგში, მას მძევლების ოჯახებს მივაწვდით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება. ამას დრო დასჭირდება”, –  განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

მსგავსი თემები