უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადბეით, უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

ერმაკი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ და ომის დროს არჩევნების ჩატარებას აიძულებენ.

,,უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან ამას მთელი რიგი პრობლემები აფერხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ომთან”, – აცხადებს ერმაკი.

 

მსგავსი თემები