ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მსხვერპლის შესამცირებლად მეტი რამ უნდა გაკეთდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. მისი თქმით, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს.

„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დახმარება. ამ მიზნით, განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას“, –  განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები