ფილიპ რიკერი თავდაცვის მინისტრს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ხვდება. რიკერი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

მანამდე, ამერიკელი დიპლომატი მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

ამასთან, დღესვე დაგეგმილია აუდიენცია პრემიერთან და ოპოზიციის წევრებთან. განხილვების მთავარი თემები რეგიონში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოება, მიშელის დოკუმენტის შესრულება და რუსეთიდან მომდინარე აგრესიაა.

მსგავსი თემები