საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასობით მიგრანტი დახვრიტეს

საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა მოკლეს სულ მცირე ასობით ეთიოპიელი მიგრანტი და თავშესაფრის მაძიებელი, რომლებიც ცდილობდნენ იემენ-საუდის საზღვრის გადაკვეთას 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე.  ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი.

73-გვერდიან მოხსენებაში, ნათქვამია, რომ საუდის მესაზღვრეებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი იარაღი მრავალი მიგრანტის მოსაკლავად და სხვა მიგრანტებს ახლოდან ესროდნენ. მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ზოგიერთ შემთხვევაში, საუდის არაბეთის მესაზღვრეები ეკითხებოდნენ მიგრანტებს, თუ რა კიდურზე ესროლათ, შემდეგ კი ახლო მანძილიდან ესროდნენ.

საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასევე ესროლეს ასაფეთქებელი იარაღი მიგრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ იემენში გაქცევას.

„საუდის არაბეთის ოფიციალური პირები კლავენ ასობით მიგრანტს და თავშესაფრის მაძიებელს ამ შორეულ სასაზღვრო რაიონში, დანარჩენი სამყაროს გარეშე“, – განაცხადა ნადია ჰარდმანმა, ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებების მკვლევარმა Human Rights Watch-ში.

აღნიშნულ ბრალდებებს  საუდის არაბეთის მთავრობაში უარყოფენ.

,,მოწოდებული შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე, სამეფოს ხელისუფლების ორგანოებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც ბრალდებებს დაადასტურებდა ან დაასაბუთებდა”, –  განაცხადა საუდის არაბეთის მთავრობამ.

მსგავსი თემები