მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები, ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე –  ლევან შერაზადიშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

ომის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, სამძებრო-სამუშაოების არეალი კვლავ გაიზარდა.

,,გუშინდლის შემდგე მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში. ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი – როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოებიმ”, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

 

მსგავსი თემები