ბრიტანელმა მედდამ შვიდი ახალშობილი მოკლა

მედდას, რომელმაც შვიდი ახალშობილი მოკლა და ექვსის მკვლელობა სცადა სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში მას “ყველაზე ნაყოფიერ ბავშვთა სერიულ მკვლელს” უწოდებენ.

,,სიბრაზე და სიძულვილი, რომელიც მე მის მიმართ მაქვს, არასდროს გაქრება. ამან დამანგრია როგორც კაცი და როგორც მამა. მისი ქმედებების გამო მე ჩემი შვილების სიცოცხლე დავკარგე. ეს ტკივილი სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგაც გაგრძელდება და ჩვენს ცხოვრებაზე ყოველთვის იმოქმედებს”, – განაცხადა მოკლული 2 ჩვილის მამამ სასამართლო პროცესზე.

პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სისხლში ჰაერის შეყვანა, ხოლო დანარჩენი ბავშვების კი ინსულინის ინექცია იყო.

 

მსგავსი თემები