სააკაშვილმა სოფო ჯაფარიძე დანიშნა თავის წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? – ზარქუა

,,სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

,,სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ეს გოგო მეცოდება, მის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ახლა წარმომადგენლად დანიშნა. აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? რომელ პარტიას წარმოადგენს, ეს რომ დადის და წამდაუწუმ სააკაშვილს, ბელადს ახსენებენ? სამი ფრთა არის, რომელიც სააკაშვილის სახელს იყენებს და ამბობენ, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი განუყოფელი ნაწილიაო. ამ დროს სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ნიშნავს ქალბატონ ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო. არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ხედავთ რასთან გვაქვს საქმე?  მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან, მაგრამ დაუჯერეთ სოფო ჯაფარიძეს, რადგან სოფო ჯაფარიძე არის წარმომადგენელი სააკაშვილის, რომელიც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგიტიმურია, საარჩევნო პროცესში იყოს ჩართული. ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოვიდეს ამ ხელმოცარულებისგან. ამიტომაც არიან, რომ ყველა პატარა ტრაგედიებზე თუ დიდ ტრაგედიაზე ცდილობენ, ხელი მოითბონ და პოპულისტური განცხადებები აკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

,,ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას, ვიწყებ მსვლელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავალ ყველგან”- სოფო ჯაფარიძე

მსგავსი თემები