,,თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის”- ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, თუ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის.

მისივე თქმით, ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააძლიერებს აფხაზეთის იმიჯს და მის სუბიექტურობას.

,,ჩვენ ვავითარებთ კარგ დიალოგს ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის” – განაცხადა არძინბამ.

 

 

მსგავსი თემები