მარგარიტა სიმონიანის სახლთან დრონი ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, ერთ დრონი  რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან, მეორე კი ისტრას რაიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ერთ-ერთი დრონი კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის სახლთან ჩამოვარდა.

,,ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე”, – წერს სიმონიანი ტელეგრამზე.

დრონებით თავდასხმა მოსკოვის მახლობლად

მსგავსი თემები