,,ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით – goodbye my darling”- ზარქუა დეგნანს

ძალიან და ეს უნდა ითქვას –  მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye my darling – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კელი დეგნანმა თავისი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდა.

,,მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩი, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით. ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ, თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ. ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, რადგან საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye my darling”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები