,,სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა”- გარდაცვლილის დედა

სკოლა „ქორალმა“ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად მათი სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბიჭის დედა, საზოგადოებას მიმართავს არ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

„მეგობრებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. მადლობა ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, ძალას რომ მივიკრებ, დაგიბრუნდებით, ვინც მოხვედით და ვინც აპირებთ. რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია ძალიან გთხოვთ! სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისე რომ ხვალ წესს აუგებენ. მოიხსენეთ ნიკოლოზი ვისაც შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა” – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა მაკა ზედელაშვილი.

,,მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე”- მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

მსგავსი თემები