დრონებით თავდასხმა მოსკოვის მახლობლად

დრონებით თავდასხმა მოსკოვის მახლობლად – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები აღკვეთილია.

უწყების ცნობით, დაახლოებით 06:50 საათისთვის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიის თავზე და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს“, რის შედეგადაც დრონმა მართვა დაკარგა და დასახლებული პუნქტის, პოკროვსკოეს რაიონში ჩამოვარდა.

უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა.

მსგავსი თემები