,,მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტობის უმაღლესი სტანდარტი”- სოფო ჯაფარიძე

,,ხვალიდან ვიწყებ დიდ კამპანიას, ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას,” –  ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედთან” სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის.

,,მივმართავ ნაციონალური მოძრაობის თითოეულ მხარდამჭერს – მიხეილ სააკაშვილის იმ ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტობის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის, მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის,“ – აცხადებს ჯაფარიძე.

მსგავსი თემები