ძლიერმა სეტყვამ ადიგენის სოფლები დააზარალა

დღეს, სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა აბასთუმანში. ძლიერმა სეტყვამ მანქანები, ხილი და ნათესები დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ, ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კონკრეტულად რამდენ სოფელში იყო ძლიერი სიტყვა და რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, ამ ეტაპზე უცნობია.

“გაგვანადგურა, ფაქტობრივად მთელი მოსავალი დაგვიზიანდა. მეზობლების მანქანებს სეტყვამ ფანჯრები ჩაუმტვრია”, – ამბობს სოფელ ჩორჩანში მცხოვრები მარიკა ფოფაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტი სეტყვამ არაერთხელ დააზარალა.

მსგავსი თემები