,,დასაკარგავი დრო არ არის, საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო”- კელი დეგნანი

,,დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია,”-  ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას.

,,გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ხალხის 85%-ს სურს. ეს არის შენი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პარლამენტის წევრის საქმე – იმუშაო შენი მოქალაქეების სახელით, რომლებსაც წარმოადგენ. ევროკომისიის ივლისის, სულ რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვიერი ანგარიშის თანახმად, 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულებულია. მათ განაცხადეს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია. პროგრესი ჰქონდა აგრეთვე კიდევ 7-ზე და ორზე მეტია სამუშაო. დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები