„2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, წლინახევრის დათუჩა, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება“ – შოვში დაღუპულის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

გარდაცვლილებს შორისაა 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის დროს, შოვში სამუშაოდ იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება, ინფორმაცია, რომ  ნიკოლოზ ჩალაძის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

„შოვის ტრაგედიას შეეწირა ჩემი პატარა ლაგვანთის ერთ-ერთი მცხოვრები ნიკა ჩალაძე. ნიკა უაღრესად კეთილი და მშრომელი ადამიანი იყო, ყველას გვიყვარდა სოფელში.

მას მუდმივი სამსახური არ ჰქონდა (რაჭაში რთულია მუდმივი სამსახურის შოვნა) ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.

ნიკას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრე და წლინახევრის დათუჩა, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ. ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.

ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE72LB0711182522606000

მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)“ – წერს გვანცა თაგვაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები