ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდო.

ერდოღანი იმედოვნებს, რომ სექტემბერში პუტინთან შეხვედრას მოახერხებს და გეგმავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალზეც ისაუბროს.

“სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით”, – განაცხადა უნგრეთიდან თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა მედიასთან.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის პოტენციური ადგილი მან არ დააკონკრეტა.

 

მსგავსი თემები