,,თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა. მისი თქმით, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში შეიძლება იქცეს სამიზნედ რაკეტებისთვის, ჯარისთვის ან დესტაბილიზაციისთვის.

,,ახლა რუსული ბოროტება უტევს ტკივილითა და სიკვდილით უკრაინულ ქალაქებს და სოფლებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ უკრაინა საკმარისი არაა. უკრაინის შემდეგ, მათ უნდათ მიუტანონ წამება ევროპას და მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს გესმით. თქვენ ისმენთ ამას მოსკოვისგან. თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა. საერთაშორისო სამართალი აღარ იარსებებს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში შეიძლება იქცეს სამიზნედ რაკეტებისთვის, ჯარისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ამასაც გრძნობთ, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს. მინდა ეს ნახოთ, მინდა ეს მოისმინოთ. მინდა ეს იგრძნოთ. უკრაინა გაიმარჯვებს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები