გორან ბრეგოვიჩი მოლდოვაში არ შეუშვეს

სერბი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბედნი მოლდოვაში არ შეუშვეს. მუსიკოსი, რომელიც ჯგუფთან ერთად კიშინოვში ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე ჩავიდა, აეროპორტიდან გააბრუნეს.

„სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ გორან ბრეგოვიჩის ჯგუფი დღეს საღამოს ვერ დაესწრება დაგეგმილ კონცერტს ფესტივალის ორგანიზატორებისა თუ არტისტების კონტროლის მიღმა მიზეზების გამო. სამწუხაროდ, ისინი არ შეუშვეს მოლდოვას რესპუბლიკაში, თუმცა უკვე ჩამოსული იყვნენ ქ. კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში ორგანიზატორების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას ამ დროისთვის განცხადება არ გაუკეთებია.

,,ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კიშინიოვის აეროპორტში ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე არ შეგვიშვეს. ჩემს მუსიკოსებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში და არასდროს არსად მქონია სირთულეები… ძალიან ვწუხვარ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მოლდოვაში, ჩემს გამოსვლას მომავალ ჯერზე რაიმე დაბრკოლება არ შეექმება”, – განაცხადა ბრეგოვიჩმა.

მსგავსი თემები