ტყის ხანძრები ჰავაიზე – უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 000 ადამიანი ითვლება

ტყის ხანძრები ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე – დამწვარია ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 78%, სადაც დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ამ დროის არსებული მონაცემებით გარდაცვლილია 114 ადამიანი,  უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 000 ადამიანი ითვლება.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მასობრივი მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენას, განსაკუთრებით ისეთივე გავრცელებულ და დესტრუქციულ კატასტროფებში, როგორც ტყის ხანძარი, შეიძლება დასჭირდეს თვეები ან წლებიც კი – და ეს იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება.

მეხანძრე-მაშველები ტერიტორიაზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

მსგავსი თემები