სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი – სიმონიანი

კრემლის პროპაგანსიდტის მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი სასწრდაფოდ უნდა დაბრუნდეს.

„მინისტრმა დღეს თქვა, სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება ისტორიის სწავლება, სკოლის შესასვლელთან ყველა ბავშვს ჩამოართმევენ ტელეფონებს, ყოველი გაკვეთილი დაიწყება რუსეთის ჰიმნით. თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. საბჭოთა სკოლაში იყო ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი, ამიტომ ყველა ბავშვმა იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა სამამულო ომში ჩვენს გამარჯვებას. ეს ინსტიტუტი სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს“, – წერს სიმონიანი „ტელეგრამზე“.

მსგავსი თემები