ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა.

„ვაგრძელებთ საბერძნეთში ვიზიტით. საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატარინა საკელაროპულოსთან, პრემიერ-მინისტრთან, კირაიკოს მიცოტაკისთან და ბერძნული დელეგაციის სხვა წევრებთან გველის შეხვედრა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღის წესრიგშია ყველაფერი ის, რაც ევროპულ საერთო სახლში ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვისთვის შეიძლება გაკეთდეს.

ასევე ვიზიტის ფარგლებში უკრაინა-ბალკანეთის სამიტი ჩატარდება, კერძოდ საერთო შეხვედრა ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, სადაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვითი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.

ასევე, ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

მსგავსი თემები