ირანში, ქალებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გამკაცრდა.

კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500-ათასამადე ირანული რიალის (ერთიდან ათ ევრომდე) ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება. ახალი კანონპროექტით კი, ამავე დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა ხუთიდან 10-წლამდე, ხოლო ჯარიმა 360 მილიონი ირანული რიალი (7 800 ევრო) იქნება.

მსგავსი თემები