,,ბრალდებულმა განმარტა, რომ მან განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე”- მკვლელობა მარნეულში 

მკვლელობა მარნეულში, სოფელ სადახლოში –  55 წლის მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით,  დაკავებისას ბრალდებულმა განმარტა, რომ განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე .

,,პროკურატურას აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებითი საფუძველი ბრალდებულ ავაზ ხალილოვას წინააღმდეგ, კერძოდ, ეს გახლავთ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, მისივე დედის და შვილის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ფაქტს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ეს გახლავთ სავარაუდოდ ცივი იარაღი ხანჯალი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის არის და რომლითაც სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თავის მეუღლეს. ცდილობდა იარაღის გადამალვას, თუმცა გადამალვაში ხელს უშლიდნენ მისივე ოჯახის წევრები და მეზობლები, რომლებიც მომაკვდავი ქალის დასახმარებლად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც მოხდა ბრალდებულის დაკავება, მაშინ ბრალდებულმა აღირა დანაშაული და შესაბამისად განმარტა, რომ მან განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე. ჩვენების ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, ან შეცვალოს პოზიცია, ან აღიროს დანაშაული და ა.შ. შესაბამისად, ბრალდებულმა, რატომ გააკეტა ასეთი არჩევანი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. გამოძიება გეგმავს უახლოეს მომავალში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას”, – განაცხადა პროკურორმა.

 

მსგავსი თემები