მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს. 35 წლის ქალს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.  რამდენიმესაათიანი ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქალი ძაუს რაიონის სოფელ გუფთასთან, მდინარე ლიახვში ოპოვეს. ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  ჯავის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამმართველოს  სოფელ გუფთას 53 წლის მკვიდრმა მიაწოდა, რომ მისი 35 წლის დისშვილი სახლიდან ორი საათის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მეტი...

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა 11 ადამიანი

თურქეთში, პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა. საავადმყოფოში გადაყვანილი ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოიძიება.

მეტი...

,,შემთხვევას 28 წლის შვილი შეესწრო, ეტყობა  გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას”- მკვლელობა მარნეულში

მკვლელობა მარნეულში, სოფელ სადახლოში –  55 წლის მამაკაცმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია გარდაცვლილი ქალის შვილიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „ძალიან მძიმე ამბავია. მამაკაცს ჰქონია ბოლო დროს ფსიქიური პრობლემები, ადრეც მკურნალობდა. რამდენჯერმე უთქვამს ცოლისთვის ჩვენ ერთ დღეს ერთად მოვკვდებითო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა ქალი, რომ მას ქმარი მოკლავდა. მამაკაცს თირკმელზე აქვს პრობლემა, კლინიკაში იწვა, მკურნალობდა. გადაწყდა თურმე, რომ ამ რამდენიმე დღეში მისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ. საოპერაციოდ ემზადებოდა, ამიტომ ექიმებმა ცოტა ხნით სახლში გამოუშვეს. დანიშნული იყო ოპერაციის დღე და უკან, კლინიკაში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა მან ეს შემზარავი…

მეტი...

„აი ამ მზერას… რა უნდა ვუყო??“- მარიტა გუტაშვილი შოვში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოს აქვეყნებს

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც რომელმაც შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად ცხრა ოჯახის წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში მისი დეიდაშვილის კოტე მაისურაძისა და დის, მეგი გუტაშვილის ფოტოებს აქვეყნებს. „აი ამ მზერას… რა უნდა ვუყო??“. – წერს მარიტა გუტაშვილი. შეგახსენებთ, მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

მეტი...

ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის – ლავროვი

ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს რუსეთის შეშფოთების მართებულობას ამ სფეროში. „ბირთვული იარაღის ფლობა დღეისათვის ერთადერთი შესაძლო პასუხია გარკვეული მნიშვნელოვანი გარე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე. უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შეშფოთება საფუძვლიანია“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე”- მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

სკოლა „ქორალი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა. „დღეს, 20 აგვისტოს, მარადიულ სასუფეველში გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი, საუკეთესო, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი მოსწავლე – ნიკოლოზ ხავთასი. იგი გამოირჩეოდა თავისი შესაძლებლობებით, იყო საუცხოო ადამიანი, მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე და დაგვიტოვა საშინელი, მოუშუშებელი ტკივილი.  სკოლა ,,ქორალი” უსამძიმრებს მის ოჯახს და იზიარებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. ნიკოლოზის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“. – წერს სკოლა „ქორალი“

მეტი...

ავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა

სოციალურ ქსელში თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში გადაღებული კადრები ვრცელდება. როგორც ირკვევა, ავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში გვერდი ”ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მეტი...

რუსთავში მეზობელმა მეზობელს ტელევიზორები მოჰპარა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე, 30 წლამდე მამაკაცმა მეზობლის ბინაში შეიჭრა და 2 პლაზმური ტელევიზორი მოიპარა. როდესაც ბინის მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ სახლში ტელევიზორები არ იყო, ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი  დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირონიულად გამოეხმაურა წინადადებას რუსეთის ფედერაციის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების ნატოში წევრობისთვის გაცვლის შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ,,ტერიტორიების გაცვლა? მზად ხართ ბელგოროდი გავცვალოთ ჩვენი ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს  თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან. შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის “დათმობის” სანაცვლოდ.

მეტი...