ირაკლი კობახიძე არის გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს – ოდიშარია

,,ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარია დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებას გამოეხმაურა.

,,ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არიან განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. ამ ფონზე, როდესაც გაჩეჩებენ ხელში რაღაც სურათს, შესაძლებელია მოხდეს, ადამიანმა დაუშვას შეცდომა, რაზეც, ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა და სიტყვა სინანული, მე ვფიქრობ, არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები, მისგან გადაიღებდნენ”,- განაცხადა ოდიშარიამ.

,,მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე” – ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები