,,დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”- ვასილ გედევანიშვილი

დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მყისიერი საფრთხე და მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს.

„ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ გამოირიცხოს რამე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია ხოლმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ რამე მყისიერი საფრთხე და რამე ისეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მსგავსი თემები